საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
შეხვედრა გაიმართება 16 ნოემბერს, 17:00 საათზე, 124-ე აუდიტორიაში
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
- სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
- ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
- სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.
➡️ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს.
➡️ პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია.
➡️ დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 20 000 ლარს შეადგენს.
🔗დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/GBEpEXR